15 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ახალი მენეჯმენტი ახორციელებდა განსხვავებული აზრის დევნის სპეცოპერაციას "ნაციონალურ მოძრაობაში", თუ ასე გაგრძელდება, თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხი დადგება - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები პარტიაში დაწყებულ რეპრესიებზე და ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობენ. 

საქმე ეხება ბათუმის საკრებულოს სიიდან 3 ადამიანის ამოღებას, რომელიც თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მოხდა. 

"ახალი მენეჯმენტი ახორციელებდა განსხვავებული აზრის დევნის სპეცოპერაციას პარტიაში. აბსოლუტურად უყველაფერს აკეთებინებენ ახალ თავმჯდომარეს ის ადამიანები, ვინც მის უკან დგას. იმ შემთხვევაში, თუ ახალმა მენეჯმენტმა, ნაცვლად უხვად გაცემული დაპირებებისა, თუ გააგრძელა მისაკუთრების სპეცოპერაცია, ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან ნამდვილად დადგება, როგორც ახალი მენეჯმენტის, ასევე თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე.

ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრის, პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი კი აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც პარტიის მიერ დაგეგმილ გადაწყვეტილებებში არ ერთვებიან, ყოველთვის ასეთი გადაწყვეტილება მიიღება პარტიის რაიონალური ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობიდან" არავის დევნა არ დაწყებულა. 

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები