პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, Black Sea Arena-ს მენეჯმენტმა კარგად იმუშავა და წელს საქართველოში მაღალი დონის შემსრულებლებისა და არტისტების ბუმი იქნება:
"ბლექ სი არენას" მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა, მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი კონცერტები გაიმართება.
აქვე მინდა განმარტების სახით გითხრათ, საუბარი იყო, რომ თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ შემოსავლებს ველოდებით, როგორც პირდაპირს ასევე არაპირდაპირს, შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მილიონ ლარზე საუბარი, ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ზოგადად პრესტიჟი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას გავაგრძელებთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.