ბათუმის 30-ე საჯარო სკოლაში, რეაბილიტაციის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა. განხორციელდა სკოლის როგორც შიდა, ისე ფასადის სამუშაოები; სრულად კეთილმოეწყო ეზო და ღია მოედანი, ასევე, ადაპტირებული გახდა შშმ პირებისთვის.
რეაბილიტაცია დაგეგმილზე 4 თვით ადრე დასრულდა. სამუშაოებისთვის მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯა.