საპარაშუტო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, კურსანტებმა თეორიული მომზადება გაიარეს. კურსის პრაქტიკული ნაწილი პრაქტიკულ საპარაშუტო ხტომებსა და ტვირთისა და პირადი შემადგენლობის დესანტირების კომპონენტებს მოიცავდა.
სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.