15 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
როდესაც ომია უკრაინაში, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, მსურს მადლობა გამოგიცხადოთ, რომ მომეცა შესაძლებლობა გვესაუბრა ჩვენ ორმხრივ ურთიერთობაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს აქვს თავისი პრობლემა რუსეთთან მიმდინარე ოკუპაციის გამო. მსურს, მადლობა გამოგიცხადოთ, რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენთან შეხვედრის, რომ გვესაუბრა ჩვენ ორმხრივ ურთიერთობაზე, - ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა. 

საქართველოს პრემიერმა იენს სტოლტენბერს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

"მსურს მადლობა გამოგიცხადოთ, რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენთან შეხვედრის, რომ გვესაუბრა ჩვენ ორმხრივ ურთიერთობაზე. განსაკუთრებით კი დღევანდელ ტურბულენტულ უსაფრთხოების სიტუაციაში. როდესაც ომია უკრაინაში, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, ევროპისთვის, და მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა საქართველოს აქვს თავისი პრობლემა, რუსეთთან მიმდინარე ოკუპაციის გამო. შესაბამისად, მადლიერი ვარ ამ შეხვედრისთვის. ასევე მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი ძალისხმევისთვის, რომ გახადოთ ნატო კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი, და კიდევ უფრო წინწასული პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მე მადლიერი ვარ ალიანსისი წევრების მხარდაჭერით საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უნარიანი პარტნიორი საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოებიოსთვის," - აცხადებს  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

დღის ამბები