ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორისაა. წელს კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება ოჯახის, სარწმუნოების და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობაზე.
კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია, რომელსაც 49 წლიანი ისტორია აქვს, შტატებში დაარსდა, მას წელს ბუდაპეშტი მასპინძლობს. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყრილობაში მონაწილეობენ სხვადახვა ქვეყნის ლიდერები, ამერიკელი კონგრესმენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსები, აქამდე კი მომხსენებლებს შორის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ჯორჯ ბუშიც იყვნენ.
"სუფრაზე როდესაც იწვევ ბევრ ადამიანს, არ არის აუცილებელი, ყველა ისე ფიქრობდეს, როგორც შენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის ორგანიზატორებმა მიიწვიეს, რადგან ეს არის ფართო პლატფორმა სხვადასხვა პოლიტიკური აზრების და ღირებულებების დაცვის, რომელსაც ვიზიარებთ. საქართველო იზიარებს ჩვენს საერთო ქრისტიანულ ტრადიციულ ღირებულებებს, ღირებულებებს ოჯახთან და ოჯახურ კავშირებთან.
კონსერვატიულ პლატფორმაზე ამაზეც იქნება საუბარი. ყოველთვის არის შეხედულებებში მსგავსება და განსხვავება, ისე როგორც საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, შეხედეთ იმას, რომ ჭიქა არა ნახევრად ცარიელია, არამედ ნახევრად სავსეა. ვფიქრობ საერთო კავშირები ყოველთვის პოზიტიურ შინაარს ატარებს," - აცხადებს საქართველოში უნგრეთის ელჩი, ანა მარია შიკო.