15 ნოემბერი 2024,   06:14
ვრცლად
"რატომღაც ჰგონიათ ამ მავნებლებს, რომ მართლმადიდებლობა ეს არის დემოკრატიის მუხრუჭი" - ირაკლი ზარქუა

მმართველი გუნდის წევრები მაისში უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურებიან.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ საქართველო სწორედ მართლმადიდებლობით და ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. 

"რატომღაც ჰგონიათ ამ მავნებლებს, რომ მართლმადიდებლობა ეს არის დემოკრატიის მუხრუჭი. რატომ, საიდან? ან მართლმადიდებლობა, ეკლესია და ქართული ღირებულებები არის ევროინტეგრაციისთვის შემაფერხებელი? საიდან დაასკვნეს ეს? ეს ხელმოცარულები ამის მაგივრად რას შვებიან? იქნებ ეჩხუბონ, იქნებ ცილი დასწამონ ეკლესიას, შეუტიონ მართლმადიდებლობას, ქართული ღირებულებები საქილიკო გახადონ. რატომ, რა დაგიშავა? პირიქით, ამ საზოგადოებაში იცხოვრე, ყველანაირი შესაძლებლობაა და ეს საქართველო სწორედ ამ მართლმადიდებლობით და ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ოპოზიციას აკრიტიკებს საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი.

"ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე, რომ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, ქართულს ეწინააღმდეგებიან, განვითარებას ეწინააღმდეგებიან, იმის სანაცვლოდ რომ ვიღაცა პირდება ამ გაერთიანებით შეიძლება ხელმოცარული პოლიტიკოსები როგორმე გარეთა დახმარებით მოხდეს რევოლუციური ცვლილებები  საქართველოში და ამით ისარგებლონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი, ოთხ ხუთ მაისს უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორისაა. წელს კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება ოჯახის, სარწმუნოების და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობაზე. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია, რომელსაც 49 წლიანი ისტორია აქვს შტატებში დაარსდა, მას წელს ბუდაპეშტი მასპინძლობს. 

დღის ამბები