15 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, დიანა იანსეს შეხვდა.

საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყანაში გატარებული რეფორმები. შეხვედრისას განიხილეს ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგი, პარტიებს შორის თანამშრომლობა და პოლარიზაციის შემცირების გზები; აგრეთვე, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში საერთაშორისო თაღლითობის გამოვლენილი ფაქტები.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე. სტოკჰოლმი მზადაა საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ირაკლი ხუცურაული.

დღის ამბები