საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოზე და ქვეყნის სუვერენიტეტზე ისაუბრა.
კატრინ კოლონა აცხადებს, რომ საქართველო ახლაც იხდის იმ პოლიტიკის ფასს, რომელიც 2022 წლის 24 თებრვალს არ დაწყებულა, მისი თქმით ყველაფერი დაიწყო 2008 წელს ომის პერიოდში.
"მე აქ ჩამოვედი, რომ გადმოგცეთ მხადაჭერის გზავნილი. ამ ვიზიტით გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენს სუვერენობასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რეგიონში რთული კონტექსტის გათვალისწინებით. იმ აგრესიიდან გამომდიარე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ერთ წელზე მეტია მიმართავს. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა ეს ომი დაასრულოს და დაასრულოს საერთაშორისო ვალდებულების დარღევა. საქართველომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ახლაც იხდის იმ პოლიტიკის ფასს, რომელიც 2022 წლის 24 თებრვალს არ დაწყებულა, დაიწყო 2008 წელს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს საფრანგეთის სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს,"- აცხადებს კადრინ კოლონა.