24 აგვისტო 2026,   13:52
ვრცლად
"ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა გავიგოთ, როდის დაიწყებენ ჩვენი შვილები მედიკამენტ ვოსორიტიდით მკურნალობს" - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. ისინი დღესაც კანცელარიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. აქციას დღეს სტუდენტებიც შეუერთდნენ. მშობლები ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ.

"ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის, კონკრეტულად გავიგოთ თუ როდის დაიწყებენ ჩვენი შვილები მეტიკამენტ - ვოსორიტიდით მკურნალობს. მივმართავთ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარისხი გააუმჯობესოს,"- აცხადებსაქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა. 

 

დღის ამბები