"მათ სურთ, საქართველოში დაამყარონ საელჩოკრატია და აგენტოკრატია" - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ბედზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოში უნდა მოხდეს.
"მათ სურთ, რომ ჩვენ დავისაჯოთ, რათა ვუფრთხილდებით მშვიდობას. მათ სურთ, რომ დასაჯონ ყველა ადამიანი, ვისაც დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, ამაში საკუთარი წვლილი და კონტრიბუცია აქვს, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით, თითოეული ჩვენგანით დამთავრებული. მათ სურთ, დაგვსაჯონ იმისთვის, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, თანაც ამას აკეთებენ დემოკრატიის სახელით, მაგრამ სინამდვილეში, მათ არანაირი დემოკრატია არ აინტერესებთ. მათ სურთ, საქართველოში დაამყარონ საელჩოკრატია. მათ სურთ, საქართველოში დაამყარონ აგენტოკრატია, მაგრამ ეს ასე ვეღარ იქნება. საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში, კიევში და ვერც ერთ სხვა დედაქალაქსა და ქალაქში. საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას მივიღებთ თბილისში, რუსთავში, თელავში, საგარეჯოში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, ჩოხატაურში, სოხუმსა და ცხინვალში,"-განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.