15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
მინდა, მადლობა ვუთხრა ხელისუფლებას, რომელიც სწორად მოქმედებს და ომი აგვაცილა - ია მეტრეველი

"ნამდვილად აღარ ვაპირებთ, რომ შევეგუოთ იმას, რომ პირდაპირ გადაწყვიტეს ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის პირად საქმეებში" - ეს განცხადება ბუტა რობაქიძის დედამ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ია მეტრეველმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან მანდლობა გადაუხადა ხელისუფლებას იმისთვის, რომ "ომი აგვაცილა".

"ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება კეთილგონიერება, რომ როგორღაც, გადავლახოთ ეს პერიოდი და რაც უნდათ, რომ გაგვიკეთონ, ისე ვერ გააკეთონ. ეს არის ომი, ეს არის უბედურება ჩვენს ქვეყანაში, რაც ნებავთ, მაგრამ არ დაუშვებს გონიერი ქართველი ერი. პირველში რიგში, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვინდა მშვიდობა. უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია. ჩვენ ისეთი რელიგიურები და მორწმუნეები ვართ, რომ ჩვენს ქრისტიანობას ასე მარტივად ვერ დაგვათმობინებენ. ნამდვილად აღარ ვაპირებთ, რომ შევეგუოთ იმას, რომ პირდაპირ გადაწყვიტეს ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის პირად საქმეებში. ასევე მინდა, მადლობა ვუთხრა ხელისუფლებას, რომელიც სწორად მოქმედებს და ომი აგვაცილა. მადლობა ჩვენს ახალგაზრდა პრემიერს,"-განაცხადა ია მეტრეველმა.

 
დღის ამბები