თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბის ტურნირი დასრულდა. ფინალური შეჯიბრი ნუცუბიძის პლატოზე მდებარე რაგბის სტადიონზე გაიმართა. პირველი ადგილი მე-4 ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები მე-3 და მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდებმა გადაინაწილეს. ფინალში მოთამაშე გუნდებს ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლები გადაეცათ.