დევნილთა სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს ბინებს გადასცემს. საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.
ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა.