21 აგვისტო 2026,   15:57
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის მერიასთან - გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

ზუგდიდის მერიასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. გუშინ მათ მერიისგან გაფრთხილების წერილი მიიღეს, რომ გარევაჭრობა იკრძალება და უნდა დაშალონ დახლები - საუბარია ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და შეთავაზებული ალტერნატიული ფართები მათთვის მიუღებელია. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს მერიის კარის თვითნებურად გაღება, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამისი საშუალება არ მისცეს.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენელმა რამდენიმე პირის გამოყოფა შესთავაზა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდება.

დღის ამბები