კრწანისში, თავდაცვის ძალების საერთო საჯარისო ცენტრს, სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლეებისთვის, საჯარისო ცენტრის წარმომადგენლებმა, საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს.
ვიზიტის ფარგლებში, სამხედრო სამედიცინო სკოლის ექიმებმა და პირადმა შემადგენლობამ, მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს.
სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.