18 მაისი 2024,   04:13
ვრცლად
33 წლის შემდეგ განმეორებული ისტორია და ფეხბურთის მთავარი გულშემატკივრებისთვის, ნეაპოლის აღდგომა, რომელშიც განსაკუთრებული როლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა 

33 წლის წინ, 29 აპრილს, სამხრეთ იტალიის ერთ-ერთ ქალაქში - ნეაპოლში, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მიზეზი საერთო სიხარულის ერთმანეთისთვის გაზიარება იყო, რომელიც ფეხბურთში გამარჯვებას უკავშირდებოდა. 1990 წელს საფეხბურთო კლუბი ნეაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდა.

ეს უდიდესი მოვლენა იყო იმ ქალაქისთვის, სადაც ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ამ გამარჯვებას და სიხარულს ნეაპოლელები ვერ ივიწყებდნენ, თუმცა 3 ათწლეული გუნდმა, ჩემპიონატის მოგება ვერ შეძლო. ისტორია განმეორდა ზუსტად 33 წლის შემდეგ.

"ნეაპოლის აღდგომა", "ლოდინის 33 წელი", "დამსახურებული გამარჯვება" - ამ სათაურებით მსოფლიოს წამყვანი გამოცემები 33 წლიანი პაუზის შემდეგ ნეაპოლის ჩემპიონობას გამოეხმაურნენ. 1990 წელს გუნდს ლეგენდარული დიეგო მარადონა ლიდერობდა.

ნეაპოლმა იტალიის ჩემპიონობა, სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე ოფიციალურად მოიპოვა. შესაბამისად გამარჯვებისთვის მზადება ნეაპოლში რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ხვიჩა კვარაცხელიას მაისური და ფოტო ახლა ნეაპოლში ყველაზე მოთხოვნადია. ადგილობრივებს კვარაცხელიას მიმართ იმდენად დიდი სიყვარული აქვთ, რომ ქართველ გულშემატკივარსაც ემოციებით ხვდებიან.  

ავტორი:გიორგი ქორქია.

დღის ამბები