21 აგვისტო 2026,   17:11
ვრცლად
მეხორბლე ფერმერების საპროტესტო აქცია - ფერმერები, რომლებიც მარცვლეული კულტურის მოყვანით არიან დაკავებული, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

მეხორბლე ფერმერების მორიგი საპროტესტო აქცია - ფერმერები, რომლებიც მარცვლეული კულტურის მოყვანით არიან დაკავებული ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ისინი, ამჯერად, წნორი-ლაგოდეხის გზაზე შეიკრიბნენ. პროტესტის გაგრძელებას მანამდე აპირებენ, ვიდრე ხორბლის ფასი არ გაიზრდება.

მათი განმარტებით, ასეულობით ტონა ხორბალი და ქერი დასაწყობებული აქვთ და ვერ ყიდიან იმ ფონზე, როცა ქვეყანას ეს მარცვლეული უცხო ქვეყნებიდან შემოაქვს.

აქციის მონაწილეებთან ცოტა ხნის წინ გუბერნატორის მოადგილე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. უწყების ინფორმაციით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს პასუხისმგებელი სამინისტროების მხრიდან მსჯელობა პრობლემების მოგვარებაზე და უახლოეს პერიოდში კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ფერმერების თქმით, კი ხელისუფლების შეთავაზება მიუღებელია, რადგან მოსავალი ფუჭდება.

აქციის მონაწილეებმა 10 წუთის განმავლობაში ცენტრალურ მაგისტრალზე დაზიანებული ხორბლით გადაკეტეს, რის შემდეგაც ერთობლივი შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ ერთ კვირიანი ვადა მისცენ ხელისუფლებას და თუ სამშაბათამდე მოთხოვნები არ შესრულდება უწყვეტი აქციები დაიწყონ.

დღის ამბები