15 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
15 მაისიდან რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. შესაბამისი დოკუმენტი სამთავრობო ვებგვერდზე განთავსდა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას და რუსეთიდან გამოსვლას ვიზის გარეშე შეძლებენ.

ამასთან, გადაწყვეტილება არ შეეხება რუსეთში სამუშაოდ მყოფ მოქალაქეებს და იმ პირებს, რომლებიც 90 დღის ვადაზე მეტი ხნით აპირებენ დარჩენას.

დღის ამბები