21 აგვისტო 2026,   09:10
ვრცლად
ქუთაისში, ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა - ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა

ქუთაისში, ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთი ცხოველი აცრილი არ იყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი ამბობენ, რომ ცხოველებს კონტაქტი ჰქონდათ 18  პირთან და მათ აცრა უკვე ჩაუტარდათ.

ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები