25 აგვისტო 2026,   20:15
ვრცლად
მაგისტრი მოსამართლის წინაშე, მოწმის სახით გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოიკითხა

მაგისტრი მოსამართლის წინაშე, მოწმის სახით გამოიკითხა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი.

პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილი არის ერთ-ერთი ის პირი, რომელიც საქმის დაწყების დღიდან ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა, შესაბამისად სრულფასოვანი ინფორმაციის მიღებისათვის მნიშვნელოვანი მოწმეა.

რაც შეეხება თავად გამოკითხულს მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მან ყველა საკითხზე საკმაოდ ღიად ისაუბრა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

„თავიდანვე რამაც გამოიწვია ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება, აი მაგ საკითხებზე გვქონდა საუბარი. გარდა ამისა, პროკურატურის მხრიდან იყო გარკვეული მცდელობა, რამდენიმე ფორმატში კითხვის დასმა, „თუ იყო შესაძლებელი, რომ სერგო შუბითიძის ხელში აღმოჩენილიყო ის ტელეფონი იმ ფორმით, რა ფორმითაც მან საჯაროდ გააკეთა განცხადება?“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები