31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, Imagine Dragons-ს უმასპინძლებს.
Imagine Dragons ამერიკული როკ-ბენდია, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა. მილიონობით გაყიდული ალბომის და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს.
Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“, რადგან ტურნე მოიცავს ყველა იმ ჰიტს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons ნამდვილი "სუპერსტარების" ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.
Imagine Dragons-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 100 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. ბილეთების ყიდვას დღეს, 11 მაისის, 16:00 საათიდან შეძლებთ სხვადასხვა წყაროს საშუალებით:
TKT. ge - ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ. Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორები „თიბისი“ და „ვიზა“ გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში, "თიბისის" "ვიზა" ბარათებით გადახდისას, განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება მოქმედებს.
Black Sea Arena-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, BSA.ge -ზე მხოლოდ Star Ring - ის (იგივე Golden Ring) ბილეთების შეძენას შეძლებთ. BSA.ge-ზე არ მოქმედებს „თიბისი ბანკის“ ფასდაკლება.