შთამბეჭდავი დახვედრა თბილისის აეროპორტში - დოჰაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები გვიან ღამით სამშობლოში დაბრუნდნენ.
საქართველოს ნაკრებმა, კატარის დედაქალაქში ისტორიულ შედეგს მიაღწია. მათ ინდივიდუალურში 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მიიღეს და ვაჟთა საერთო ჩათვლაში, გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს. ჩვენმა სპორტსმენებმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს პირველად შერეულ გუნდურ ჩემპიონატშიც.