21 აგვისტო 2026,   16:35
ვრცლად
გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლის წინ იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა - თეა ახვლედიანი

7 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან - ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი, 30 წლის გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლეს.

ის აფხაზეთში პროდუქტის გაგზავნას ცდილობდა, რა დროსაც საუბარი ე.წ. მესაზღვრეებთან შელაპარაკებაში და შემდეგ მკვლელობაში გადაიზარდა. მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავდა, თუმცა დანაშაულზე პასუხი არავის უგია.

ზუგდიდში, ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო მინისტრი იმყოფებოდა.

"გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლის წინ იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა. ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ვუთანაგრძნობთ ოჯახს. ძალიან რთული იპოვო შესაბამისი სიტყვები, რაც უგანებდა და ტკივილს შეუმსუბუქებდა მათ", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები