ტყიბულში, აუტიზმისა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. რეაბილიტაციის ცენტრ "ნაიო"-ს ფილიალში, ბენეფიციარები პირველ ეტაპზე, კონკრეტული უფასო სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლებენ.
აქამდე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს, მომსახურების მისაღებად გადადგილება სხვადასხვა ქალაქში უწევდათ.
რეაბილიტაციის ცენტრი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გახსნეს.