სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 18 მაისიდან, მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში და გურიის ორ მუნიციპალიტეტში საცხოვრისების შემოვლა და ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი განახორციელებს. მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დავიწყეთ მოსახლეობის საკურორტო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს რეგიონში არსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირებას და მათში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სიითი შემადგენლობის განსაზღვრას. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს 2 კვირის განმავლობაში, მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს," - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.