სავარაუდოდ, დღეს გადაწყვეტს სასამართლო აღმკვეთის რა ღონისძიება განესაზღვრება კახეთში მომხდარის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს. 39 წლის ბრალდებულს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დაკავებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 32 წლის თანასოფლელს. შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში მოხდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოღებულია. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.