კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, ორი ქართული ფილმის მარკეტ ჩვენება გამართა.
სტუმრებმა ნანა ჯანელიძის ფილმი "იარე, ლიზა" და ირინე ჟორდანიას "ჰაერი ლურჯი აბრეშუმია" ნახეს. ჩვენებებს ესწრებოდნენ საერთაშორისო გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები.