"უნარები წარმატებისთვის" - სასტუმრო ბილტმორ თბილისში ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა და მიღებული გამოცდილების გამოყენების მნიშვნელობა ახალგაზრდული პოლიტიკის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე ინოვაციური სამეწარმეო მიდგომის ხელშეწყობის საჭიროება ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
პროექტი ფოკუსირდება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც არ სწავლობენ და არ არიან დასაქმებულნი.