21 აგვისტო 2026,   13:10
ვრცლად
26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები გორში ხვალ დილის 12:00 საათიდან იწყება

26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები გორში ხვალ დილის 12:00 საათიდან იწყება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. მიმდინარეობს შემეცნებითი კუთხეების მოწყობა და სცენის მონტაჟი.

განათლების სამინისტრო გორში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას წარმოადგენს. ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ არაერთ სახალისო აქტივობაში.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუმრებს შესთავაზებს კონკურსს "ფრაზა თავისუფლების თემაზე" და ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტომასალის გამოფენას.

 

 

დღის ამბები