25 აპრილი 2024,   05:49
ვრცლად
ბათუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს

სადღესასწაულო მზადებაა მთელს საქართველოში. თავისუფლების სიყვარულით – ამ სლოგანის ქვეშ ბათუმელებს არაერთი ღონისძიება და სანახაობა ელით. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ზღვისპირა ქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს. ტრადიციულად, ღონისძიებების ეპიცენტრი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება.

მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში, შეძლებენ ველოსიპედით გაიარონ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა, მოისმინონ 112-ში შესული რეალური ზარები და დაათვალიერონ სპეცტექნიკა.

"პირველ რიგში, ყველას მინდა ყველას მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოდგენილია დღეს ბათუმში. დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები. ველოდებით სტუმრებს, მათ შორის, ბავშვებს. მაქსიმალურად ვეცდებით, ავუხსნათ მათ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა და დღევანდელი დღე, დღევანდელი ღონისძიება აღვნიშნოთ მათთან ერთად,"- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფს წარმოდგენილი აქვს შემეცნებითი და საინფორმაციო სტენდები. ასევე, რა თქმა უნდა, სპეცტექნიკა და სპეცსაშუალებები. სტუმრებს, განსაკუთრებით ბავშვებს, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა ინტერაქციულ და შემეცნებით თამაშებში მონაწილეობა, რათა უკეთ გაეცნონ პოლიციის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,"- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

დღის ამბები