წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ღონისძიებებს ორ რეგიონში, სვანეთსა და რაჭაში, უმასპინძლებს.
ღონისძიებების ფარგლებში, მესტიის სეტის მოედანზე და ამბროლაურის ცენტრალურ პარკში, მოეწყო შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები.
საბავშვო სივრცეებში, პატარებისათვის გათვალისწინებულია სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ბავშვებს საშუალება მონაწილეობენ სახალისო თამაშებში და ხატვის, კალიგრაფიის, ძერწვის და სხვა სახის მასტერკლასებში. მათ გართობაზე ზრუნავენ კოსტიუმირებული მსახიობები და მოსიარულე ორკესტრი.
დღის განმავლობაში, კონცერტებს გამართავენ ადგილობრივი შემსრულებლები, მათ შორის, ბავშვთა ანსამბლები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს - 17:10 საათზე - ტრადიციულად, შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
26 მაისის აღსანიშნი საზეიმო ღონისძიებები დასრულდება ქართველი შემსრულებლების კონცერტით.