სოფელ ლეღვაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მასპინძლებმა ის ტაქსში ჩასვეს და გააცილეს, მას შემდეგ არავის უნახავს.
სამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით, "კურიერი" დეტალებს არკვევს.