19 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
აღებულია გარკვეული დრო და ეს დრო არ ნიშნავს გაჩერებას, ეს დრო გვინდა შესწავლისთვის - დავით ლორთქიფანიძე გელათზე

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი და მომავალი სამუშაოების გეგმა გააცნო საზოგადოებას, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

"აღებულია გარკვეული დრო და ეს დრო არ ნიშნავს გაჩერებას, ეს დრო გვინდა შესწავლისთვის. ეს შესწავლა მოხდება თანამედროვე მეთოდოლოგიით. მზადდება პროექტი, რომ იყოს ერთიანი გადახურვა, მთლიანად. არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება დეტალური კვლევების გარეშე. სახელმწიფოსთან ერთად მოხდება მთავარი გადაწყვეტილებების მიღება," - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დღის ამბები