24 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიევზე თავდასხმა 3 ჯერ განხორციელდა - ქალაქში ამ დრომდე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიევზე თავდასხმა 3 ჯერ განხორციელდა, ქალაქში ამ დრომდე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია დრონების გადაადგილების შესახებ იუწყებოდა. მათი ცნობით ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აფეთქებების ხმების ისმოდა, ნამსხვრევების შედეგად ერთ მაღალსართულიან კორპუსს ხანძარი გაუჩნდა, დაიღუპა 1 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

გასულ დღე-ღამის განმავლობაში 10-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის დასახლებები, დაფიქსირდა 48 აფეთქება.
2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა გასული ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქის, ქალაქ ტორეცკის დაბომბვისას.
ბახმუტში "ვაგნერის" დაჯგუფების ნაცვლად ოკუპანტი ქვეყნის ჯარები შედიან.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, დანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს აანონსებს, რომლის მოცულობაც 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარია. ტრანში გამიზნულია იარაღის შეძენად.

დღის ამბები