27 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
მაშველი, რომელმაც აღდგომის დღეს მდინარე ტეხურაში ჩავარდნილი მოზარდი გადაარჩინა ვახტანგ გომელაურმა მედლით -"მამაცობისთვის" დააჯილდოვა

მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი გიორგი გოგიჩაიშვილი, რომელმაც სამეგრელოში მოზარდი დახრჩობას გადაარჩინა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მედლით - "მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.

გიორგი გოგიჩაიშვილი, 16 აპრილს, აღდგომას, მისთვის არასამუშაო დღეს, შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ითხოვდა, სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურაში საბანაოდ შესული მოზარდი შველას და ნაპირზე გამოყვანას.

გიორგი გოგიჩაიშვილმა, დაუყოვნებლივ შეცურა მდინარეში, მიუხედავად ძლიერი დინებისა, მოზარდი სანაპიროზე დროულად გამოიყვანა და ის დახრჩობას გადაარჩინა.

დღის ამბები