27 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც რუსთავში, ბინაში ჩაკეტილი ბავშვის დახმარება შეძლო, პოლიციელის დღეზე დაჯილდოვდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ხვიჩა კრაველიძე, რომელმაც რუსთავში, ბინაში ჩაკეტილი 8 თვის ბავშვის დახმარება შეძლო, პოლიციელის დღეზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის" დაჯილდოვდა.

რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მე-5 სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რამდენი წუთით მეზობელთან გავიდა, რა დროსაც სახლის კარი ჩაიკეტა. სახლში მისი 8 თვის შვილი მარტო აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სახლში გაზქურა იყო ჩართული, რაც ბავშვისთვის დამატებით საფრთხეს ქმნიდა. ქალმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორმა ხვიჩა კრაველიძემ ჩაკეტილ ბინაში ფანჯრიდან მოახერხა შესვლა. მან კარი შიგნიდან გახსნა და ბავშვი უვნებლად გამოიყვანა.

დღის ამბები