24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, თბილისის აეროპორტის გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 400 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 43676 ლარი შეადგინა.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7-წლამდე ვადით.

კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ამოღებული ოქროს ნაკეთობები, დაექვემდებარება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დღის ამბები