27 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
მუდამ მოვლენების ეპიცენტრში, საქართველოს უახლესი ისტორიის მემატიანე და თანამონაწილე - ტელეკომპანია "რუსთავი 2" 29 წლის გახდა

დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2" 29 წლის გახდა.

ქართულ მედიასივრცეში ყველაზე წარმატებულმა ტელევიზიამ მაუწყებლობა თითქმის სამი ათეული წლის წინ, რუსთავში დაიწყო, შემდეგ თბილისში გადმოვიდა და მსოფლიოში არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც "რუსთავი 2-ის" მიკროფონით ჟურნალისტები მაყურებელს ამბებს არ აცნობდნენ.

ტელევიზიამ 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში არაერთი გამოწვევა და სირთულე დაძლია და დღეს ისევ პირველი აცნობს მაყურებელს ახალ ამბებს. "რუსთავი 2" არის გუნდი, რომელიც დაბადებულია პირველობისთვის.

დღის ამბები