26 აგვისტო 2026,   00:06
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ეწვივნენ

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ეწვივნენ.

დეპუტატებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, ისინი აკადემიის ისტორიას გაეცნენ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სტრუქტურის, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, ასევე სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ და კვებით პირობებს გაეცნენ.

დღის ამბები