26 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
USAID-მა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას სამედიცინო ნარჩენების მართვისთვის საჭირო მოწყობილობები და აღჭურვილობა გადასცა

USAID-მა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას სამედიცინო ნარჩენების მართვისთვის საჭირო მოწყობილობები და აღჭურვილობა გადასცა. ოფიციალური ღონისძიება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

600 ათასი დოლარის ღირებულების დამხმარე მოწყობილობები შვიდ ცენტრალურ საავადმყოფოსა და ათასზე მეტ სოფლის ამბულატორიაში განაწილდება.

"დღევანდელი ღონისძიება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აღვნიშნავთ, ძალიან მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია. დღეს სხვადასხვა კლინიკებს და სამინისტროს გადაეცემა თანამედროვე, ციფრული მოწყობილობები, რაც დაეხმარება, არა მხოლოდ ქალაქებში არსებულ საავადმყოფოებს, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მოწყობილობები გადაეცემა სოფლად არსებულ კლინიკებსა და საავადმყოფოებს, რაც იქ არსებულ მედპერსონალს დაეხმარება უკეთ მართონ ნებისმიერი დაავადება და მათ შორის პანდემიებიც," - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, დევიდ ჰოფმანიმ.

დღის ამბები