ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა, იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ წვეულებას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი გამოფენა რამდენიმე თემატიკას აერთიანებდა. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, "რუსთავი"-ს მონაწილეობით შესრულდა საქართველოსა და იტალიის ეროვნული ჰიმნები.