15 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
საპარლამენტო პლატფორმიდან ხელს შეუწყობთ, რომ ადგილობრივი მეწარმეები და ადგილობრივი საზოგადოება დავაკავშიროთ გადაწყვეტილების მიღების რგოლებთან - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი საპარლამენტო პლატფორმიდან ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება, რომ ადგილობრივი მეწარმეები და ადგილობრივი საზოგადოება გადაწყვეტილების მიმღებ რგოლებთან, უფრო ახლოს იყვნენ დაკავშირებულნი.

როგორც თალაკვაძემ გურიაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მეწარმეები ჩართულები იყვნენ საპარლამენტო დარგობრივი კომიტეტების მუშაობის პროცესში.

"რჩება არაერთი გამოწვევა, არაერთი საკითხი, რომელზეც საჭიროა რეაგირება, რომელზეც არის მოლოდინი, რომ ჩვენი ხელისუფლება მიიღებს კიდევ უფრო მნიშვნელოვან და ახალ გადაწყვეტილებებს. ჩვენ საპარლამენტო პლატფორმიდან ხელს შეუწყობთ და კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვებით, რომ ადგილობრივი მეწარმეები და ადგილობრივი საზოგადოება დავაკავშიროთ გადაწყვეტილების მიღების რგოლებთან, მათ შორის კომიტეტებთან, რომლებიც პარლამენტში დარგობრივად სხვადასხვა სექტორზე არიან პასუხისმგებელნი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები