03 მაისი 2024,   12:35
ვრცლად
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ანონიმური  შეტყობინება გახდა. როგორც ადვოკატები აცხადებენ, სასამართლო პროცესი მიმდინარეობისას, მოსამართლემ გამოაცხადა, რომ დარბაზი უნდა დაეტოვებინათ.

მოგვიანებით კი შეიტყვეს, რომ სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე შესული იყო შეტყობინება, რომ სასამართლოს შენობა აფეთქდებოდა. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია  და ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ.

დღის ამბები