უნგრეთის თავდაცვის მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად "დელტას" ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"დელტას" დირექტორმა სტუმრებს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ წარმოებული შეჯავშნული მანქანების, დრონების, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების შესაძლებლობებს.