20 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე პოლიციამ ქუთაისში 1 პირი დააკავა

"კურიერის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ქუთაისში ერთი მოქალაქე დააკავა. ის შშმ პირია.

კონკრეტულად რას ედავებიან ახალგაზრდა მამაკაცს, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა მისი დაკავება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

ამავე საქმეზე გვიანობამდე გაგრძელდა დაკითხვები ბათუმშიც. პოლიციას ჩვენებები მისცეს იმ უფლებადამცველებმა, რომლებმაც ფაქტები გაასაჯაროვეს.

საუბარია 8-დან 17 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომელთა მიმართ, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს მინიმუმ 12 მოძალადე, რომლებიც ძალადობის ფაქტებს იღებდნენ და ერთმანეთს დახურულ ჩატში უზიარებდნენ.

დღის ამბები