02 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

განათლების უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე რამდენიმე წუთია პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობს. სასურველ სკოლაში ბავშვის მისაყვანად მშობლებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ. პროცესი 23 ივნისამდე გაგრძელდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ ბავშვის სკოლაში შეყვანა.

დღის ამბები