ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი, გუშინ მედიისთვის დაიხურა. გადაწყვეტილება მოსამართლემ მოწმის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. საუბარია ექსპერტზე, რომელმაც დაადგინა, რომ ბანკზე თავდამსხმელისა და ბადრის ესებუას ხმები იდენტურია.
დაცვის მხარე შუამდგომლობის დაკმაყოფილების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან საფრთხის საფუძველი, მაშინ როცა ბრალდებული პატიმრობაშია, მისი თქმით, არ არსებობდა. თუმცა მოსამართლემ, ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა. პროცესს თავად ბრალდებული არ დასწრებია.