"მერები ეკონომიკური ზრდისთვის" - პროექტის ფარგლებში ბათუმის ტექნოპარკში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი დაესწრო, სადაც ისაუბრეს ქალაქის ურბანულ განვითარებასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. ეკონომიკური ზრდისთვის, მიზანი ბათუმში ახალი, სტარტაპ ეკოსისტემის შექმნაა. შეხვედრაზე სტარტაპერებმა საკუთარი იდეებიც წარმოადგინეს.
"აჭარაში ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ბათუმის ტექნოპარკში ახალგაზრდა სტარტაპერებთან შეხვედრაა. ამაყი ვარ რომ ევროკავშირი ბათუმის მუნიციპალიტეტთან, პარტნიორებთან - გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად მხარს უჭერდა ახალგაზრდებს, რომლებსაც განსხვავებული იდეები აქვთ. მათ ვინც დაიწყეს თავიანთი ბიზნესი და სურთ იყვნენ წარმატებულნი. მე გულწრფელად ვიმედოვნებ ბათუმი განავითარებს საქართველოს სტარტაპერების კაპიტალს," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკმა.