21 აგვისტო 2026,   18:43
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა

თავდაცვის მინისტრი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა. ჯუანშერ ბურჭულაძე სამთო საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

დღესვე, საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ოცეულსა და თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის პირად შემადგენლობას სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს.

"ეს არის ჩვენი განსაკუთრებულ დანაყოფი, სადაც არა მხოლოდ ქართველები, არამედ მთელი მსოფლიოს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გადიან სწავლებას. ჩვენ ვამაყობთ თქვენი ბაზით, ვამაყობთ თქვენით. გისურვებთ წარმატებას", - განაცხადა ჯუანშენ ბურჭულაძემ.

დღის ამბები